არჩევნები
ახალციხეში ვაშაძე ცხრას, ზურაბიშვილი კი 21 უბანს იგებს
ახალციხეში ამომრჩეველთა ხმებს ითვლიან. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან ოქმები შედის.

ოლქში 30 უბნის მონაცემები უკვე მიიღეს, საბოლოო სურათისთვის დარჩენილია 5 უბნის შედეგები.

პირველადი მონაცემებით, 9 უბანში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, 21-ში კი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

ახალციხის ოლქში დარჩენილი უბნებიდან მონაცემები ამ წუთებში შედის.
| Print |