არჩევნები
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგები ახალქალაქიდან
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქში ხმის დათვლის პროცესი გრძელდება.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა არის უბნები, სადაც გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ავრცელებს.

ახალქალაქის #67 საარჩევნო უბანში 131 ხმით დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ამ უბანში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი - 278 ხმა
გრიგოლ ვაშაძე - 147 ხმა
ბათილია - 11 ბიულეტენი.

კენჭისყრის პირველი შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიაში მიიტანეს სოფელ მურჯახეთიდან, სადაც ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი - 110 ხმა
გრიგოლ ვაშაძე - 75 ხმა.

#37 საარჩევნო უბანში სოფელ ხულგუმოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ხმები განაწილდა შემდეგნაირად:
გრიგოლ ვაშაძე - 261 ხმა
სალომე ზურაბიშვილი - 186 ხმა
ბათილია - 13 ბიულეტენი

საოლქო საარჩევნო კომისიაში მოიტანეს #26 უბნის ოქმი.
სალომე ზურაბიშვილი - 191 ხმა
გრიგოლ ვაშაძე - 120 ხმა

ახალქალაქის #2 უბანზე არჩევნები დასრულდა შემდეგი რეზულტატით.
სალომე ზურაბიშვილი - 508 ხმა
გრიგოლ ვაშაძე - 196 ხმა
ბათილია - 7 ბიულეტენი.
აღსანიშნავია, რომ უბანზე სამი ბიულეტენი დაიკარგა. კომისიის წევრები ფიქრობენ, რომ ამომრჩევლებმა სამახსოვროდ წაიღეს.
| Print |