არჩევნები
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე ოლქში, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები დაითვალეს. პირველადი მონაცემებით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ყველაზე მეტი მხარდაჭერა ბორჯომში მოიპოვა 69.52%. შემდეგ მოდის ასპინძა 64.95%, ნინოწმინდა 64.07%, ახალქალაქი 63.66%, ადიგენი 58.61% და ახალციხე 55.92%.

ორივე კანდიდატზე გადანაწილებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • #36 ბორჯომი - გრიგოლ ვაშაძე 4 560 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 10 403 ხმა
  • #37 ახალციხე - გრიგოლ ვაშაძე 9 193 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 11 662 ხმა
  • #38 ადიგენი - გრიგოლ ვაშაძე 4 238 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 6 002 ხმა
  • #39 ასპინძა - გრიგოლ ვაშაძე 2 292 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 4 248 ხმა
  • #40 ახალქალაქი - გრიგოლ ვაშაძე 7 106 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 12 446 ხმა
  • #41 ნინოწმინდა - გრიგოლ ვაშაძე 4 247 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 7 572 ხმა.
| Print |