არჩევნები
ადიგენის 18 უბნიდან სალომე ზურაბიშვილმა 13-ში გაიმარჯვა
#38 ადიგენის საარჩევნო ოლქში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილმა 13, გრიგოლ ვაშაძემ კი ხუთ უბანზე გაიმარჯვა.

გრიგოლ ვაშაძის მოგებული უბნებია:

#3 (არალი-წარბასთუმანი) - გრიგოლ ვაშაძე 598, სალომე ზურაბიშვილი 452 ხმა 

#12 (უდე) გრიგოლ ვაშაძე 508, სალომე ზურაბიშვილი 421 ხმა

#15 (ჭეჭლა) გრიგოლ ვაშაძე 261, სალომე ზურაბიშვილი 256 ხმა

#16 (უდე) გრიგოლ ვაშაძე 497, სალომე ზურაბიშვილი 414 ხმა

#17 (დერცელი) გრიგოლ ვაშაძე 116, სალომე ზურაბიშვილი 65 ხმა

საბოლოო შედეგებით, მეორე ტური ადიგენის ოლქში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

გრიგოლ ვაშაძე - 41.39%, სალომე ზურაბიშვილი - 58.61%.
| Print |