არჩევნები
სოფელ წყრუთში, ამომრჩევლებს საარჩევნო უბანთან კანონდარღვევით აღრიცხავენ
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ახალციხის, ახალქალაქისა ნინოწმინდის საარჩევნო უბნებთან დარღვევები დააფიქსირა. ორგანიზაციის ცნობით, ახალციხის 37-ე საოლქო კომისიის #27 უბანთან, 10:11 სთ-ზე, ახალქალაქის მე-40 საოლქო კომისიის #63 უბანთან 09:42 სთ-ზე და ნინოწმინდის 41-ე საოლქო კომისიის #5 უბანთან 10:50 სთ-ზე, ამომრჩეველი მობილიზებული იყო 100 მეტრის დისტანციის დარღვევით. ორგანიზაციამ დარღვევის აღმოსაფხვრელად სამივე შემთხვევაში პატრულს მიმართა.

სოფელ წყრუთის საარჩევნო უბანთან, ამომრჩევლებს აგიტატორები აღრიცხავენ. დამკვირვებლების გამოჩენისთანავე მათ სიები ავტომობილში დამალეს.

ორგანიზაციის იურისტის, თეო ზაქარაშვილის თქმით, მათი მობილური ჯგუფები ერთი უბნიდან მეორე უბანზე მოძრაობენ, რის გამოც იმედი აქვთ, რომ მსგავსი დარღვევები იგივე უბნებზე აღარ განმეორდება.




| Print |