არჩევნები
ხმა მივეცი ახალციხის განვითარებას - სამცხის დეპუტატი
თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა. ანტონ ობოლაშვილი ახალციხის მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ცოლთან ერთად მივიდა. ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ ხმა მისცა ქვეყნის სიმშვიდეს და მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტ განვითარებას.

მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევები არ ფიქსირდება.

| Print |