ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6570 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0319 ლარი ღირს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0123 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0196 ლარი შეადგინა.
| Print |