ეკონომიკა
ერთ წელში კომბოსტო 166%-ით გაძვირდა
საქრთველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პროდუქტზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოთვალა. მარტში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად კომბოსტო გაძვირდა (166%).

ამ ბოსტნეულის ღირებულება ახალციხეში საშუალოდ, ორი ლარია. 

მას მოსდევს ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 98.2%-ით;
მწვანილი - 70.4%-ით;
ხახვი - 60.6%-ით;
მსხალი - 41.3%-ით;
ბადრიჯანი - 40.1%-ით;
პომიდორი - 38.8%-ით;
კიტრი - 36.4%-ით;
წიწაკა - 32.0%-ით;
იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.1%-ით;
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.6%-ით.


საქსტატის გამოთვლით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.
| Print |