ეკონომიკა
ზანავის წყალს IDS Borjomi ჩამოასხამს

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავში, მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია შპს „აიდიეს ბორჯომ ბევერიჯიზ კომპანიმ“ ელექტრონულ აუქციონზე 1 100 000 ლარად მოიპოვა.

 

ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების მიხედვით, კომპანიამ 5 წლის განმავლობაში მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და მინიმუმ 50 საქართველოს მოქალაქე დაასაქმოს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს მკაცრ გარემოსდაცვით პირობებს.

 

| Print |