ეკონომიკა
ზეთი კიდევ გაძვირდება - მაღაზიის მეპატრონეები
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ჯერ კიდევ სექტმებრის თვეში პროგნოზირებდნენ ეკონომისტები. ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის აპრილში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ამბობდა, რომ მთავრობას 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების ხელშეკრულებები 20-მდე კომპანიასთან ჰქონდა  გაფორმებული. ეს პროდუქტებია - ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.
საქართველოში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მცენარეული ზეთის ფასი გაორმაგდა. მაღაზიის მეპატრონეების თქმით, მიზეზი მზესუმზირის ცუდი მოსავალია. დისტრიბუტორთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამო კი შიშობენ, რომ ზეთზე ფასი კიდევ უფრო გაძირდება. ,,ისეთი გაძვირებული შემოაქვთ, უკვე აღარც ვიცი რამდენი დავამატო, ხალხიც ხომ ცოდოა? უკრაინასა და რუსეთში შეიქმნა მზესუმზირის დეფიციტი და ამან გააძვირა ზეთიო, ასე გვეუბნებიან" - ამბობენ მაღაზიებში.
უფულობის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს კვების რაციონის შემცირება მოუხდა. ადგილობრივები საკმარის პროდუქტს ვეღარ ყიდულობენ - მიზეზი კი შემცირებული ან საერთოდ განულებული შემოსავლების ფონზე გაორმაგებული ფასებია. ყველაზე გამაღიზიანებელი მოსახლეობისთვის იმ პროდუქტების გაძვირება აღმოჩნდა, რომლებიც "ქართული ოცნების" მთავრობამ პანდემიის დროს სამომხმარებლო კალათაში შეიყვანა და ფასების დაზღვევის მიზნით სუბსიდირება მოახდინა. ლობიო, მაკარონი, შაქარი, ფქვილი, ზეთი - 50-100 პროცენტით გაძვირდა.  
საქართველოში საწვავის ფასი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 60 თეთრით გაძვირდა. ფასების ზრდა ეტაპობრივად გრძელდება. 21 აპრილის მონაცემით ბენზინის ფასი 2.99 ლარია. ნავთობპროდუქტების ღირებულების მატებასთან ერთად უკვე გაძვირდა მგზავრობაც. ,,სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი კიდევ მოიმატებს" - აცხადებს tv9news.ge -სთან შპს „ჯეოტივის“ დირექტორი. ნუგზარ მამუკაშვილი მგზავრობის გადასახადის გაძვირების მიზეზად საწვავზე ფასის მატებას ასახელებს.
დაცარიელებულ სადგურზე ძირითადად, მძღოლები და ფქვილის გამყიდველები არიან. გაძვირებულ მცენარეულ ზეთსა და საწვავთან ერთად მოსახლეობა ხორბლის ფქვილის ფასის გაზრდაზეც ჩივის. თუ გასულ წელს, 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის შეძენა 50 ლარად იყო შესაძლებელი, ხარისხისა და მწარმოებლის გათვალისწინებით წელს მისი ფასი 75-დან 80 ლარამდე მერყეობს.
პურ-პროდუქტების გაძვირებას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნიან სამცხეში. 21 აპრილის ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთი დოლარის შეძენა 3.4499 ლარად არის შესაძლებელი.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.