SSSS



ეკონომიკა
რატომ აღარ გავა მაისამდე საქართველოდან თაფლი ექსპორტზე?
2023 წლის მაისამდე ქართული თაფლი ექსპორტზე აღარ გავა - ამის შესახებ თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს.

ალეკო პაპავას თქმით, მიზეზი ამ დროისთვის ბაზარზე თაფლის დეფიციტია, რაც გასული წლის დიდმა მოთხოვნამ განაპირობა.

„თებერვალში გავიდა ქვეყნიდან ბოლო 20 ტონა და მაისამდე ექსპორტი არ იქნება, ანუ იქამდე, სანამ ახალი მოსავლის მიღებას დავიწყებთ. ბაზარზე ამ ეტაპზე თაფლის დეფიციტია. გასულ წელს თაფლზე გაზრდილი იყო მოთხოვნა როგორც ევროკავშირიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, მზარდი იყო შიდა მოხმარებაც.

2022 წელს თაფლის ექსპორტის 90%-ზე მეტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელდა. ინტერესი არის სხვა ქვეყნებიდანაც. რაც მეტი თაფლი გადის საქართველოდან, პროპორციულად მზარდია მოთხოვნა და ინტერესიც. 500 ტონით მეტი რომ გვქონოდა, ისიც უპრობლემოდ გაიყიდებოდა ექსპორტზე. ევროკავშირი ჩვენგან ძირითადად აკაციის თაფლს ითხოვს და ამის კონკრეტული რესურსი გვაქვს და ზღვარზე მეტი მიწოდებაც ვერ მოხდება, შესაბამისად, ველოდებით გაზაფხულს, რომელიც იმედია, უკეთესი იქნება კლიმატურად, ვიდრე 2022",
- განაცხადა პაპავამ.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 258.1 ტონა თაფლი გავიდა, 2023 წლის სამიზნე მაჩვენებელი კი, ასოციაციისთვის 500 ტონაა. რაც შეეხება წლის დასაწყისს, 2023 წლის იანვარში უცხოეთში მხოლოდ 0,72 ტონა თაფლი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22.5 ათასი ტონა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.