ეკონომიკა
გაიზრდება თუ არა ფასი პურზე- მალხაზ დოლიძის განმარტება
საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება. ნორმა 10 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 5 თვე იქნება.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სოციალურ პურზე ფასი არ გაიზრდება.

„ეს იდეა როცა გაჩნდა და მოთხოვნას აყენებდნენ კონკრეტული ასოციაციები, უნდა ითქვას, რომ სამთავრობო უწყებები ხაზგასმით იცავდნენ პოზიციას, რომ პური არ უნდა გაძვირებულიყო. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასის ოპტიმალური ფასი 50 ლარი უნდა ყოფილიყო, მეხორბლეები 55 ლარს ასახელებდნენ. საბოლოოდ შეჯერება მოხდა 52 ლარზე. ჩვენ ვიცით, რომ დროებითი გადასახადი წესდება 200 ლარის ფარგლებში ტონაზე. ეს 1 ტომარაზე დაახლოებით 51-52 ლარი გამოდის, ამიტომ ეს პურის ფასზე არ აისახება.

მესმის, ადგილობრივი წარმოების განვითარება რომ აუცილებელია, თუმცა მე აქამდე მეტი მოგება მრჩებოდა ძალიან მოკლე დროის განმავლობაში და ჩნდებოდა შანსი, ისევ წარმოებაში ჩაგვებრუნებინა, განგვევითარებინა ქარხნები. მით უფრო, რომ სულ მალე ჩვენთან ჰასპის სტანდარტი უნდა დაინერგოს. თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჯერ-ჯერობით ჩვენი ქვეყანა არ არის სრულად თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასული, არადა, ჯერ ამაზე უკეთესი არავის არაფერი მოუგონია. თავისუფალ პირობებში გაქვს როგორც ფასში, ასევე ხარისხში არჩევანის საშუალება",
- განაცხადა მალხაზ დილიძემ.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

TV9
FILE: /var/www/temur/public_html/index.php Line: 76