ეკონომიკა
თურქეთი წელს კარტოფილის წარმოებაში ყველა დროის რეკორდს მოხსნის
კარტოფილის ქართველმა მწარმოებლებმა წლევანდელ ახალ სეზონზე იაფფასიანი თურქული იმპორტიდან შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ზეწოლა განიცადონ. მიზეზი ის არის, რომ წელს თურქეთში კარტოფილის წარმოების მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ აგროპორტალ EastFruit-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ.

ექსპერტები თურქეთში კარტოფილის რეკორდული წარმოების პერსპექტივას ითვალისწინებენ და ამიტომ პროდუქტზე ფასების მნიშვნელოვან ვარდნას მოელიან. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ექსპორტის გეოგრაფიაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება. მითუმეტეს, თურქეთი კარტოფილის მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორთა ტოპ 15-ელში შედის, ხოლო თურქული კარტოფილის ძირითად საექპორტო ბაზრებს შორის სირიის, ერაყისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების შემდეგ საქართველო მე-4 ადგილზეა. მას აზერბაიჯანი, ყატარი, ომანი და თურქმენეთი მოსდევს.

თურქეთში კარტოფილის წარმოების მკვეთრ ზრდაზე EastFruit-ის ანალიტიკოსების პროგნოზი, ძირითადად, სათესლე კარტოფილის იმპორტის სტატისტიკას ეფუძნება. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში თურქეთში 28,5 ათასი ტონა სათესლე კარტოფილი შევიდა, რაც ყველა წლის იმპორტის ახალი რეკორდია. ეს მაჩვენებელი, ასევე, 91%-ით მეტია 2022 წლის იმავე პერიოდის იმპორტის მოცულობაზე.

სათესლე კარტოფილის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთმა ნიდერლანდებიდან (79%) შეიძინა. პროდუქტი, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან (7%), საფრანგეთიდან (6%), გერმანიიდან (4%) და ბელგიიდან (2%) იქნა იმპორტირებული.

თურქეთში კარტოფილის წარმოების მკვეთრ ზრდა შიდა ბაზარზე პროდუქტის გაძვირებამაც განაპირობა. ამიტომ წელს თურქეთის მთავრობამ კარტოფილის ექსპორტი აკრძალა, რის შედეგადაც იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 13 000 ტონაზე ნაკლები კარტოფილი იქნა ექსპორტირებული, მაშინ, როცა წინა წლის ამავე პერიოდში ექსპორტი 113 000 ტონას შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს თურქეთიდან რეკორდული, კერძოდ, 265 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოში ექსპორტს, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სულ შემოვიდა 7,114 მლნ დოლარის ღირებულების 21 268 ტონა კარტოფილი, აქედან თურქეთიდან მხოლოდ 109,6 ათასი დოლარის 365,4 ტონა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.