ეკონომიკა
რა ღირს საწვავი საქართველოში?
მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები ისევ იმატებს. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 74 დოლარამდეა გაზრდილი, WTI Crude-ის ღირებულებამ კი 69 დოლარი შეადგინა.

ზოგადად, ერთწლიან პერიოდში კი, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი 35%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 55,35 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ეს პარასკევის ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებული ფასია, რაც "ვაგნერის ჯგუფის" აჯანყების ფაქტს არ ითვალისწინებს.

ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ერთ დღეში ევროპული გაზის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულებამ 36 ევროს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 3,83 მილიონი ბარელით და შეადგინა 463,293 მლნ ბარელი.

რა ღირს საწვავი საქართველოში:

  • 5 ყველაზე დიდ ბენზინგასამართ სადგურზე ( ვისოლი, ლუკოილი, გალფი, რომპეტროლი, პორტალი) სუპერის ტიპის საწვავი 3.57 ლარი ღირს, მხოლოდ „სოკარშია" ფასი 3.49 ლარი.

  • პრემიუმის ფასი 2.68 ლარიდან 2.77 ლარამდეა. რეგულარის ფასი 2.40 ლარიდან 2.52 თეთრამდე.

  • რაც შეეეხება გაზს, მისი ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1.55 ლარიდან 1.69 ლარამდე მერყეობს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.