ეკონომიკა
ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6334 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8462 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8543 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0081 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.83-ია, 100 რუსულ რუბლს 2.78 შეიძენთ.

ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.96 -ია.

ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში შევიდა.
| Print |
თეგები: ვალუტა / კურსი / ლარი /