ეკონომიკა
ისრაელიდან ფულადი გზავნილები იზრდება
ისრაელიდან ფულადი გზავნილები წლიურად 4.38%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით 2023 წლის სექტემბერში ისრაელიდან საქართველოში 17 158 100 აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როცა 2022 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 16 437 400 დოლარი იყო. ზრდა იყო თვიურ ჭრილშიც. კერძოდ, 2023 წლის აგვისტოში - ისრაელიდან საქართველოში 16 774 400 აშშ დოლარი გადმოირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების მოცულობის კუთხით ისრაელი ტოპ-10 ქვეყანას შორისაა.
| Print |