ეკონომიკა
რომელი საკვები გაძვირდა ოქტომბერში ყველაზე მეტად?
2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა.

უწყების ცნობით, ხილი 15%-ით, თევზეული 6.9%-ით, ხორცი - 5.9%-ით გაძვირდა.

გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ოქტომბერში ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • ატამი - 52.%ით
  • ყურძენი - 40.8%-ით
  • მწვანილი - 39.2%-ით
  • ქლიავი - 38.2%-ით
  • მსხალი - 34.1%-ით
  • კიტრი - 27.8%-ით
  • კომბოსტო - 22.9%-ით
  • ტომატ-პასტა - 21.3%-ით
  • ვაშლი - 18.%-ით
  • წიწაკა - 16.8%-ით
| Print |