ეკონომიკა
რა იცვლება 3 იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის?
საპენსიო სააგენტო დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება.

კერძოდ, 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება.
| Print |