ეკონომიკა
რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2023 წელს
2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9%-ით განისაზღვრა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება, ატამი და ყურძენი.

უფრო კონკრეტულად, გასული წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყველაზე გაძვირებული პროდუქტების და მომსახურების ჩამონათვალი ასეთია:
  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 54.3%
  • ატამი - 42,7%
  • ყურძენი - 35,1%
  • ქლიავი - 34,6%
  • მეტროპოლინეტინით მგზავრობა - 31,3%
  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 29,6%
  • მსხალი - 26,5%
  • საბანკო მომსახურების ღირებულება - 26,2%
  • ბავშვის საზაფხულო კაბა - 22,3%
  • მღებავის მომსახურება - 21%
| Print |