ეკონომიკა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ისევ ეცემა
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები კლებას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, ბირჟებზე brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 76.01 დოლარს შეადგენს, ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ღირებულება კი ბარელზე 70.54 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასებმა კლება გასული წლის მიწურულს დაიწყო. 26 დეკემბერს ამერიკული ნედლი ნავთობი 75,57 დოლარი ღირდა, Brent-ი კი 80,85 დოლარი. კლება 2 დღის წინ, მას შემდეგ დაჩქარდა, რაც მსოფლიოში საწვავის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ Saudi Aramco-მ მის ფლაგმან Arab Light ნავთობის თებერვლის მიწოდებაზე ფასი შეამცირა. ფასების კლება შეეხო ყველა რეგიონს. როგორ Bloomberg-ი წერს, ფასების შემცირება მოთხოვნის შემცირების ფონზე მოხდა.

Saudi Aramco-მ აზიის ბაზრებზე მიწოდებაზე ფასი ბარელზე 1,5-2 დოლარით შეამცირა. გარდა ამისა, ფასები შემცირდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
| Print |