ეკონომიკა
ისრაელიდან ფულადი გზავნილები ისევ იზრდება
ერთ თვეში ომში მყოფი ისრაელიდან ფულადი გზავნილები 12.5%-ით გაიზარდა.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში ისრაელიდან საქართველოში 20 924 900 აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 18 596 900 დოლარი იყო. ზრდა იყო წლიურ ჭრილშიც. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში ისრაელიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 19 054 500 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების მოცულობის კუთხით ისრაელი ტოპ-10 ქვეყანას შორისაა.

საერთო ჯამში, 2023 წელს ისრაელიდან საქართველოში 215,158 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია 2022 წელთან შედარებით, როდესაც ისრაელიდან გზავნილებმა 199,036 მლნ დოლარი შეადგინა.
| Print |