ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6517 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.57-ია, 100 რუსულ რუბლს 2.9 შეიძენთ.

ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.08 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8339 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8569 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0230 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 თებერვალს ამოქმედდება.
| Print |