განათლება
"1+4 პროგრამის" მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირება გამოცხადდა
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირების პროგრამაზე მიღება გამოცხადდა.

„1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, 1-დან 6 თვემდე სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაიარონ.

ამისათვის 500-ზე მეტი ადგილია გათვალისწინებული.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს.

მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

განაცხადების მიღება 1 აპრილამდე გასტანს.

დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე უნდა იხილონ, ან დარეკონ ნომერზე - (995 32) 292 26 32

| Print |