განათლება
ღია კარის დღე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
უნივერსიტეტმა ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებიდან აბიტურიენტებს უმასპინძლა.
ღია კარის დღეზე უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.



კონკურსანტებმა 1 წუთიანი ვიდეო-რგოლი მოამზადეს, სადაც იმ მოტივაციის შესახებ ისაუბრეს, რის გამოც სწავლის გაგარძელება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტეს.



ვიდეოში ყურადღება ხარისხიან განათლებაზე, კვალიფიციურ პროფესორებსა და გაცვლით პროექტებზე გაამახვილეს.

გამარჯვებული 21 ვიდეო-რგოლით კოლაჟი ააწყეს, რაც დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს.



კონკურსში 50-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა, მათ შორის ახალციხის პირველი, მეექვსე და დამოკიდებელი სკოლა ,,მზექა“, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები.


| Print |