განათლება
ასპინძის და ვალეს სკოლებში მანდატურები შევიდნენ
დაბა ასპინძის და ვალეს პირველ საჯარო სკოლაში მანდატურები დანიშნეს. ახალი თანამშრომლები სკოლაში მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა.

ამ ეტაპზე, ასპინძისა და ვალეს გარდა, მანდატურები დაინიშნენ საქართველოს კიდევ 25 საჯარო სკოლაში.

მანდატური სასწავლო დაწესებულებაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში 2-თვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.

დღეისთვის, მანდატურის სამსახური საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით ისარგებლებს კიდევ 233 საჯარო სკოლა.
| Print |