განათლება
„ახალგაზრდები მდგრადი მომავლისთვის“ - მეცხრეკლასელებმა ახალციხეში კონფერენცია გამართეს

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე საკუთარი ხედვა და პრობლემის მოგვარების გზები წარმოადგინეს.

 

38 საჯარო და ერთი კერძო სკოლის მეცხრეკლასელებმა პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე მოამზადეს.

გენდერული უთანასწორობა, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემები - ამ საკითხებს ეხებოდა მოსწავლეების პრეზენტაციები.

კონფერენციის მიზანია მდგრადი განვითარების საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა, მათი გააქტიურება და ამ პროცესებში ჩართულობა. ღონისძიება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცეს. ჟიურის წევრებმა კი რჩეული გუნდი წიგნებით დაასაჩუქრეს.

 


| Print |