situs toto slot
სამცხე-ჯავახეთის და სოხუმის უნივერსიტეტებმა მემორანდუმი გააფორმეს
განათლება
სამცხე-ჯავახეთის და სოხუმის უნივერსიტეტებმა მემორანდუმი გააფორმეს
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა სოხუმის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა.

მხარეებმა სოხუმის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ბიბლიოთეკაში სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის ,,მშვიდობის ქართული პარადიგმა" პრეზენტაცია გაიმართა. ზურაბ ხონელიძე მშვიდობის ელჩად არის აღიარებული.

"ჩვენ სამწუხაროდ ტრაგიკული ეპოქის მონაწილე ვართ. ვნახეთ პოლიტიკის კრიმინალიზაცია და კრიმინალის პოლიტიზება... ჩვენი ვალია დავეხმაროთ გონიერ ადამიანებს, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ზურგით დგანან. ეს ნიჰილიზმი უნდა დავძლიოთ. უნდა დავეხმაროთ ელიტას და ყველამ უნდა გავიაზროთ სამშობლოს ცნება. ცოდნით დაგროვილი რესურსი ქვეყანამ სწორად უნდა გამოიყენოს. ეს საუკუნე გონიერების საუკუნეა. გვეშინია პრაგმატიზმის და სიმართლის თქმის, რის გამოც ყველაფერს ვამახინჯებთ" - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.
,,განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეს წიგნი, განსაკუთრებით ახლა, როცა ომი მიმდინარეობს. სწორედ ომის გაცნობიერებით იზრდება ჩვენთვის მშვიდობა. განსაკუთრებით ქართულ ენაში, როდესაც მისალმებისასაც კი მშვიდობა მთავარ ადგილზეა - დილა მშვიდობისა, მშვიდობით და ასევე გამარჯობა, რომელიც გამარჯვებასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც ამ წიგნშია მოცემული" - ამბობს მაკა ბერიძე.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს მემორანდუმი უკვე გაფორმებული აქვს 12 უმაღლეს სასწავლებელთან. სწავლობს 2 000-მდე სტუდენტი, მათ შორის 400-მდე ეთნიკურად სომეხი.

| Print |