განათლება
უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით ცნობილია
2022-2023 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები (ე.წ. უფასო ფაკულტეტები) უკვე დამტკიცდა და დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტებია:
- ისტორია;
- ქართული ფილოლოგია;
- ინგლისური ფილოლოგია;
- დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ეკონომიკა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები;
- აგრონომია;
- ეკოლოგია;
- საჯარო მმართველობა;
- ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
ჯერ ცნობილი არ არის რომელ მათგანზე რამდენი ადგილია გამოყოფილი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებაც გამოქვეყნდება.
რაც შეეხება პროგრამული დაფინანსების მიღებას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის 659,250.00 ლარია გათვალისწინებული.
ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი სხვა უნივერსიტეტების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3pgniDW