განათლება
სწავლის რომელი რეჟიმი იმოქმედებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში?
ახალი სასწავლო წლიდან სამცხე-ჯავახეთს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისევე როგორც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, საგანმანათლებლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ამის შესახებ განცხადება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი კომპეტენციის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე,
2022-2023 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი სრულად განხორციელდება COVID-19-ის პანდემიამდე მოქმედ ჩვეულ რეჟიმში",
- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა. კოვიდრეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში გააგრძელა, რაც ნაწილობრივ ონლაინ და ნაწილობრივ აუდიტორიებში სწავლების პროცესს მოიცავდა.
| Print |