განათლება
მიიღებენ თუ არა სააღდგომო პრემიებს პედაგოგები?
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და სასკოლო საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - ხომ არ დაურიგდებათ პრემია პედაგოგებს; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან, ბაღის პერსონალისთვის ფულადი დანამატი გამოიყო.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალებზე განათლების სამინისტრომ ტრადიციული პასუხი გასცა - ოფიციალურად, ბიუჯეტით მსგავსი წახალისება განსაზღვრული არ არის, თუმცა სკოლის ხელმძღვანელებს რჩებათ უფლება, პედაგოგებს საკუთარი შეხედულებისამებრ მისცენ დანამატი.

ასე რომ, მიიღებენ თუ არა პედაგოგები სააღდგომოდ ფინანსურ წახალისებას - ეს დირექტორის გადასაწყვეტია ისევე, როგორც პრემიული თანხის მოცულობა.

წყარო: etalon.ge
| Print |