განათლება
სკოლის მანდატურების ფორმა იცვლება - იხილეთ ახალი დიზაინი
განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, იცვლება მანდატურების სამსახურებრივი ფორმა. ახალი დიზაინით, მანდატურების ქურთუკი და პულოვერი იქნება ხაკისფერი, ხოლო შარვალი და ქვედაბოლო - ლურჯი; ლურჯი უნდა იყოს ასევე ქუდი, ხოლო ქამარი - ხაკისფერი.

„კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები“ - ნათქვამია ბრძანებაში.

ახალი ფორმის დიზაინი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:https://bit.ly/3KNjAfk

წყარო: etalon.ge
| Print |