განათლება
ახალციხელმა სალომე ზედგინიძემ "ეტალონში" მეორე ადგილი დაიკავა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, სალომე ზედგინიძემ ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონში" მეორე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას etaloni.ge ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2023 წლის პირველი პერიოდის კონკურსი 12 ივლისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. პროექტის მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთნენ.

"პირველი ადგილი დაიკავა შუახევის მუნიციპალიტეტის საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე მამუკა ცინცაძემ. მან 62 ქულა დააგროვა და ამისთვის 4 წუთი და 50 წამი დასჭირდა.

მეორე ადგილი 60 ქულით ახალციხის მუნიციპალიტეტის მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ზედგინიძემ მოიპოვა. მან ეს ქულა 6 წუთსა და 6 წამში დააგროვა.

ასევე 60 ქულა, 6 წუთსა და 32 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა თიანეთის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლელა ბადურაშვილი.

საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცა დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები- პირველი  ადგილი 1 000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი."
- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიმდინარე წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 27 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2023 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა.

გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

| Print |