განათლება
გია ჯაჯანიძე ახალციხეში საჯარო ლექციას ჩაატარებს
გია ჯაჯანიძე ახალციხეში საჯარო ლექციას ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"28 ივლისს, 14:00 საათზე, ახალციხის სამუსიკო სკოლაში, ახალგაზრდებისთვის გიორგი ჯაჯანიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ჟურნალისტი, ტელე-რადიო წამყვანი საჯარო ლექციას ჩაატარებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი "აირჩიე პროფესია“ მიმდინარეობს.

პროექტი, ინტერაქციული მეთოდით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციებს მოიცავს"
- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში ლექცია ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემაც გამართა.
| Print |