განათლება
აწყურელმა აბიტურიენტმა ქართულ ენაში უმაღლესი ქულა მიიღო
აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნინი დვალიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო.

როგორც ნინი დვალიშვილმა "მეცხრე არხთან" განაცხადა, მისთვის აბიტურიენტობა რთულიც იყო და სასიამოვნოც, დღევანდელი შედეგი კი მოტივაციად იქცა.

"აბიტურიენტობის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა,რადგან ისეთ შეგრძნებებთან მომიწია შეჭიდება,როგორიცაა: შიში, ბედნიერება თუ ნერვიულობა.

მინდა აღვნიშნო,რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია მასწავლებლისა და ოჯახის მხარდაჭერა. მათი დახმარებით ვცდილობდი,საკუთარი თავის მაქსიმუმი მეჩვენებინა და დამემტკიცებინა,რომ შრომა ყოველთვის ფასდება.

რაც შეეხება გამოცდას,პროცესი სასიამოვნო აღმოჩნდა,რადგან მომეცა საშუალება,მეჩვენებინა ჩემი უნარები და სხვადასხვა განცდებით აღსავსე წელი სიამაყით დამესრულებინა. დღევანდელმა შედეგმა უფრო მეტი მოტივაცია მომცა და ვთვლი,რომ დადგება დღე,როცა წარმატებული ფსიქოლოგი გავხდები და ჩემი სფეროს უფრო მეტად განვითარებას შევეცდები.

მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მომავალ აბიტურიენტს, არაფერია დიდი შრომის შემდეგ,სასურველი შედეგის ხილვაზე უკეთესი."
- გვიყვება ნინი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები დღეს გამოქვეყნდა.
| Print |