განათლება
ახალციხელმა აბიტურიენტებმა ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ ზედგინიძემ და პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, გიორგი ფარცახაშვილმა ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური, 70 ქულა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ, პირველ აგვისტოს დაიწყო. ინგლისური ენის გამოცდის შედეგები კი დღეს გამოქვეყნდა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნინი დვალიშვილმაც.
| Print |