განათლება
საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა გასაუბრება დაიწყო
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

"საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველ პირთა საყურადღებოდ!

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგის მიხედვით, გასაუბრების პროცესი დაიწყება 2023 წლის 02 აგვისტოდან და გაგრძელდება 26 აგვისტომდე.

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა პირმა უნდა გადაამოწმოს უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველმა პირმა თანხმობის განაცხადში მიუთითა სხვადასხვა ქალაქის/რეგიონის საჯარო სკოლა, გასაუბრებაზე დაბარებული იქნება ქალაქების/რეგიონების მიხედვით. შესაბამისად, გასაუბრების თარიღი უნდა გადამოწმდეს შესაბამისი ქალაქის/რეგიონის განრიგების მიხედვით.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ დირექტორობის მსურველმა პირმა თანხმობის განაცხადში მიუთითა საჯარო სკოლა, სადაც დირექტორად არჩეულ/დანიშნულ იქნა ზედიზედ ორჯერ – აღნიშნულ სკოლასთან დაკავშირებით მასთან გასაუბრება არ განხორციელდება.

დირექტორობის მსურველი პირები, რომლებმაც თანხმობის განაცხადში მხოლოდ ის სკოლები მიუთითეს, სადაც დირექტორად არჩეულ/დანიშნულ იქნენ ზედიზედ ორჯერ, გასაუბრების განრიგში გათვალისწინებული არ არიან.

მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრებაზე გამოცხადებისას, დირექტორობის მსურველმა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი."
- ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |