განათლება
დღეს კიდევ სამ საგნის გამოცდაში მიღებული შედეგები გამოქვეყნდა
დღეს კიდევ სამ საგნის გამოცდაში მიღებული შედეგები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"გამოქვეყნდა აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

დეტალურად: https://naec.ge/#/ge/post/3014

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოდან დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღების პროცესი, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. აბიტურიენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება"
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |