განათლება
აბიტურიენტებისთვის შედეგების გასაჩივრება დღეს დასრულდება
აბიტურიენტებისთვის შედეგების გასაჩივრება დღეს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"აბიტურიენტების საყურადღებოდ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე სრულდება სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: https://online.naec.ge
გამოსაცდელებს შეუძლიათ გაასაჩივრონ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
დეტალური ინფორმაცია: https://naec.ge/#/ge/post/3016" - ნათქვამია ინფორმაციაში.
გააზიარეთ :