განათლება
გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
აბიტურიენტების საყურადღებოდ, ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ 29 აგვისტოს გამოქვეყნდება.

საკუთარი შედეგების გვერდზე ასევე გამოქვეყნდება გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

აქვე შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის - 30 აგვისტოს 18:00 საათამდე - გექნებათ.

სწორედ ამ დრომდე შეძლებთ ნებისმიერი ტიპის ცვლილების (პროგრამების დამატებას, წაშლას, რიგითობის შეცვლას) შეტანას თქვენს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში.

დეტალური ინსტრუქცია: https://naec.ge/#/ge/post/2924

გახსოვდეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას მათ რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ- ნათქვამია "გამოცდების ეროვნული ცენტრის" ფეისბუქ გვერდზე
| Print |