განათლება
ახალციხელმა აბიტურიენტებმა 100% - იანი დაფინანსება მოიპოვეს
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მარიამ ზედგინიძემ, თეიმურაზ ჩადუნელმა და ანი ივანიძემ 100% -იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.

მარიამმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბარა.

თეიმურაზი კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ისწავლის.

ანი ივანიძე ასვე 100%-იანი დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული სტომატოლოგის ფაკულტეტზე ისწავლის.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო პასუხები დღეს გამოქვეყნდა. შედეგების მიხედვით, წელს 34 843 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
| Print |