განათლება
100% - იანი გრანტის მქონე ახალციხელ სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
ახალციხის მერია 100% - იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს. აღნიშნული ინფორმაცია მერიის ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული.

"ძვირფასო პირველკურსელებო!

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს.

ფულად ჯილდოს ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ.

დაინტერესებულმა პირებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დაბადების მოწმობის ასლი;
  • ცნობა ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (სამოქალაქო რეესტრი);
  • სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
  • ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 სექტემბერი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ახალი ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის ფულადი ჯილდო 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს“ ყოველწლიურად განახორციელებს.

საკონტაქტო პირი: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე (ტელ. .577998735)"
- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
| Print |