აბრეშუმის გზა
მადლობა თავისუფლებისთვის!
33 წლის წინ თავგანწირული ბრძოლის შემდეგ, პირველმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადა. იმ დროის უამრავი გეოპოლიტიკური გზავნილებიდან, ორი მნიშვნელოვანი გზავნილიც შემორჩა:

1. “ზვიად გამსახურდია 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი იყო, ასეთი პრეზიდენტი ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა”.
2. "ეკონომიკური თავისუფლების გარეშე ყველა სხვა თავისუფლებაც მიუღწევადია".

ეს ორივე გზავნილი რკინის ლედად ცნობილ მარგარეტ ტეტჩერს ეკუთვნის.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეორე დღესვე მთავრობა მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს, შეიძინონ საწარმოთა ფასიანი ქაღალდები ქართულ ბირჟებზე.

მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, აშშ-სა და ევროკავშირში, იაპონიასა და შვეიცარიაშიც, მოქალაქეები სწორედ დამოუკიდებელ ბირჟებზე შეძენილი ფასიანი ქაღალდებით ქმნიან საკუთარ შემოსავლებსაც და მდიდარ სახელმწიფოსაც.
ზვიად გამსახურდია აშენებდა საბაზრო ეკონომიკას, ანუ იმას, რასაც 33 წლის შემდეგ ევროკავშირი 9 პუნქტის სახით ითხოვს საქართველოსგან.

სახელმწიფოსგან და ბანკებისგან დამოუკიდებელი საბირჟო სისტემა ნიშნავს, რომ ქვეყანაში მედია იქნება თავისუფალი, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და ასევე ბაზარი იქნება თავისუფალი. შედეგად კი ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური კეთილდღეობის და ბედნიერების ინდექსებში საქართველო პირველ ათეულში იქნებოდა. დღემდე არც ერთ პოლიტიკურ გუნდს და არც ერთ ბიზნეს ჯგუფს საქართველოში ამისთვის არ უზრუნია. ეკონომიკური დამოუკიდებლობის, ანუ თავისუფალი საფონდო ბაზრის და მაღალი სტანდარტის კერძო საკუთრების გარეშე ადამიანი არის მონა. ქართველი ხალხი კი მონობას არასდროს შეეგუება.

მადლობა თავისუფლებისთვის, რომელიც ჯერ არ გვღირსებია. მაგრამ საფუძვლად დასაწყისი ისეთი გვქონდა, რომ გამარჯვება გარდაუვალია.


ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |