ჯანდაცვა
ლაბორატორიული კუთხე ახალციხის იუსტიციის სახლში
ახალციხეში, იუსტიცის სახლში გაჩნდა კუთხე, სადაც ანალიზის უფასოდ აღება და C-ჰეპატიტის დადგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემხვევაში, სწრაფი ტესტის აპარატით პასუხს 5 წუთში, ადგილზევე შეიტყობთ და ტელეფონზეც მიიღებთ.

პროექტს ,,მომავალი C-ს გარეშე“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და იუსტიციის სახლი ახორციელებენ. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს კვლევა და დაავადების დადგენის შემთხვევაში, დროულად იმკურნალოს.



,,თუკი ვინმე დაგეხმარება ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორ არ გაგიხარდება. მე ტაქსის მძღოლმა მითხრა ამ პროგრამის შესახებ“– აღნიშნა ერთ–ერთმა პაციენტმა.

ორი კვირის განმავლობაში, ახალციხის იუსტიციის სახლში უფასო სკრინიგი 313–მა ადამიანმა ჩაიტარა, მათ შორის C-ჰეპატიტით დაავდებულებიც აღმოჩნდნენ.

ანალიზის აღება დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი.

სწრაფი ტესტი ჰეპატიტის სირთულეს ვერ ადგენს, ამიტომ პაციენტებს საავადმყოფოში ამისამართებენ.



,,მომავალი C-ს გარეშე“ საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში, ძირითადად დიდ ქალაქებში ხორციელდება. იუსტიციის სახლი ხალხმრავლობის გამო შეარჩიეს.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით C-ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ჩატარება მხოლოდ ახალციხის იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.

| Print |