ჯანდაცვა
გაზის გაჟონვის შედეგად ახალციხეში ოჯახი მოიწამლა
ქალაქ ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაზმა გაჟონა. შემთხვევა 9 იანვარს მოხდა.

გაჟონვის შედეგად მოიწამლა ოჯახის სამი წევრი. ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
| Print |