ჯანდაცვა
ბორჯომელი გოგონა H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
22 წლის სალომე ქემაშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ბორჯომიდან დედაქალაქში 2 იანვარს გადაიყვანეს. პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ცხრა იანვარს კი გარდაიცვალა. 

ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" აქვეყნებს. 

შემთხვევას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი. "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

სალომე ქემაშვილს წლინახევრის შვილი დარჩა.
| Print |
თეგები: ღორის გრიპი / H1N1 /