ჯანდაცვა
როგორ შეიძლება ,,ტამიფლუ"–ს მიღება – ადგილობრივი ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს
H1 N1 ანუ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს. TV9NEWS.GE წერილს უცვლელად გთავაზობთ:

მაღალი რისკის შესაბამის ჯგუფში სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვისათვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტის „ტამიფლუ“-ს პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტების (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა პრეპარატი „ტამიფლუს“გარკვეული რაოდენობა.

პრეპარატი „ტამიფლუს“ გაცემა (უსასყიდლოდ) განხორციელდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV/100-ა, რეცეპტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგ ბენეფიციარებზე:

ა) ორსულებზე/მელოგინეებზე;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
გ) ბავშვებზე (0-18 წლამდე ასაკის მოსახლეობა);
დ) ხანდაზმულებზე (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან);
ე) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტებზე;
ვ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზე;
ზ) სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებზე;
თ) დიაბეტის მქონე პაციენტებზე“.

მედიკამენტის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, ზემოთ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ცალკეული ბენეფიციარის მიხედვით წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV/100-ა საფუძველზე.

მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია:

ადიგენი-დაბა ადიგენი ბალახაშვილის ქ. 19      რუიზან ქიმაძე591 95 38 75
ასპინძა - დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. N3        მზიური პაპაშვილი 599 17 72 17
ახალციხე - ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ.#6, მეოთხე სართული;
| Print |