ჯანდაცვა
სასტუმრო ,,ტიფლისმა" ,,მწვანე სახლის" აღსაზრდელებს ტკბილეული გადასცა (R)
„არავინ დატოვო მიღმა“- ამ დევიზით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სასტუმრო ,,ტიფლისის" წარმომადგენლებმა „მწვანე სახლის" ბენეფიციარებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს. მათ ,,მწვანე სახლის" ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და დღის ცენტრისადმი მხარადჭერა ამ ფორმით გამოხატეს.

შეგახსენებთ,რომ 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

| Print |