SSSS



ჯანდაცვა
კორონავირუსთან ბრძოლას სარეზერვო ფონდის 13% მოხმარდა - IDFI-ის კვლევა
ქვეყანაში Covid-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2020 წელს და 2021 წლის პირველ 6 თვეში სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარდა უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას - ნათქვამია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევაში.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სარეზერვო ფონდიდან სოლიდური თანხები გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება შესაძლებელი იყო.

ქვეყანაში Covid-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2020 წელს და 2021 წლის პირველ 6 თვეში სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარდა უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას - ნათქვამია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევაში.

  • უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - (7.9 მილიონი ლარი).

  • ყველაზე მეტი თანხა - 37% (22.7 მილიონი ლარი) - დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე.
  • 10% (6.5 მილიონი ლარი) დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად,

  • 9% (5.6 მილიონი ლარი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის.

  • 23% (14.4 მილიონი ლარი) დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში.

  • დანარჩენი 7% (4.2 მილიონი ლარი) მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო. 

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული 7.9 მილიონი ლარიდან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო 4 მილიონი ლარი. დანარჩენი 3.9 მილიონი ლარიდან 3 მილიონი ლარი მოხმარდა საზღვარგარეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო კარანტინის მომსახურებას.

613 ათასი ლარი მოხმარდა იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას, 110 ათასი ლარი მოხმარდა პანდემიის დროს აშშ-ში მყოფი მოსწავლეების და სტუდენტების საქართველოში დაბრუნებას, ხოლო 200 ათასი ლარი გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის “144”-ის გამართული ფუნქციონირებისათვის.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში წერია, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში როგორც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებთან, ასევე სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებთან, რაც ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაფინანსებას გულისხმობს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.