ჯანდაცვა
„პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო და ერთეული პაციენტები მკურნალობენ.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, პაციენტი მედიკამენტს თავდაპირველად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იღებს.

ამასთან, გაბუნია განმარტავს, რომ თუ პაციენტს წამლის მიღებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, კლინიკის ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, კერძოდ, გააგრძელოს თუ არა მან მედიკამენტის მიღება.

"პაქსლოვიდის“ გამოყენება გასულ კვირას დაიწყო. ჯერ ერთეული პაციენტია, რომელიც მედიკამენტს იღებს. მედიკამენტს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ოჯახის ექიმი ნიშნავს. პროტოკოლში გამოყოფილია კრიტერიუმები, რომლებიც პროგნოზულ რისკებზე მიუთითებს.

მაღალი პროგნოზული რისკის პაციენტებში, რომლის მდგომარეობაც მსუბუქია ან საშუალო სიმძიმის, ამასთან დიაგნოზის დადგენიდან არ არის გასული 5 დღეზე მეტი, ამ შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ "პაქსლოვიდი" დაუნიშნოს პაციენტს.

მოგეხსენებათ, საბედნიეროდ, შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ამდენად, ამ პერიოდში მცირე რაოდენობის პაციენტს დასჭირდა მედიკამენტი. „პაქსლოვიდი“ ბინაზე მიაქვს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ მობილიზებულ სატრანსპორტო საშუალებას. მას მიჰყვება ექიმი ცენტრალური ონლაინ კლინიკიდან. პირველ მიღებას პაციენტი ექიმის თანდასწრებით ახორციელებს, შემდეგ უკვე პაციენტი დეტალურ ინსტრუქციას იღებს თუ როგორ უნდა გააგრძელოს მედიკამენტით მკურნალობა.

თავდაპირველად ექიმს 2 დღის დოზა მიაქვს, შემდეგ კი დარჩენილი 3 დღის, იმისთვის, რომ 5 დღის დოზა სრულად მიიღოს. ამ დოზების გაყოფის მიზანია ის, რომ მედიკამენტის გამოყენება ეფექტურად მოხდეს და დანაკარგები მინიმალური იყოს. ამასთან, შუა პერიოდში ექიმთან საფუძვლიანი ინტერაქციის შესაძლება ჰქონდეს, ნახოს როგორ მიმდინარეობს მკურნალობა.

წამლის მიღებამდე პაციენტის მდგომარეობას დამატებით აკონტროლებს ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი. მნიშვნელოვანია წამლის დოზის გამოტოვება არ მოხდეს და ყველა დოზა მიიღოს.

თუ ისე მოხდა, რომ პაციენტს წამლის მიღებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, უკვე ჰოსპიტლის ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, კერძოდ, გააგრძელოს თუ არა მედიკამენტის მიღება. ჯერ ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა"
,- განმარტავს გაბუნია.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.