ჯანდაცვა
„ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი არამყარია
„ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი არ არის ისეთი მყარი, როგორიც წინამორბედი შტამების დროს იყო, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგინავა აღნიშნავს, „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, დაახლოებით, 90-120 დღეში შეიძლება იმუნიტეტი შესუსტდეს.

"მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული, „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, დაახლოებით, 90-120 დღეში შეიძლება ჩვენი იმუნიტეტის შესუსტდეს, ანუ დაავადების გადატანის შედეგად დარჩენილ ანტისხეულებს დამცველობითი ფუნქცია შეიძლება აღარ ჰქონდეს და რეინფექციის რისკები იზრდება.

ამ ეტაპზე არ ვიცით „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ რეინფიცირების შემთხვევების ზუსტი ქართული სტატისტიკა. როგორც აღვნიშნე, „ომიკრონის“ გადატანიდან დაახლოებით 90 დღის გასვლის შემდეგ რეინფექციის რისკები საკმაოდ იზრდება. აღსანიშნავია, რომ „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, აქედან გამომდინარე, რეინფიცირების რისკები არის“,
- განაცხადა გოგინავამ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, როგორც გოგინავა განმარტავს, გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა, პანდემიის დასრულებამდე მაინც შორია.

„მსოფლიოში დღიური მაჩვენებელი ნახევარ მილიონამდეა. ასევე, არის რეგიონები, სადაც ჯერ კიდევ აღინიშნება ეპიდვითარების გაუარესება, ძირითადად ეპიდვითარების გაუარესება „ომიკრონზე“ და მის ქვეშტამებთანაა დაკავშირებული.

როდესაც პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ყოველთვის არის იმის რისკები, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად გაუარესდეს. მით უმეტეს, ეს რისკები ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი ვაქცინირებული არაა.

მე მაინც, ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას გავუსვამდი. დაზღვეულები, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, არ ვართ. ამის გარკვეული მოლოდინები შესაძლოა, ზაფხულის დასაწყისში იყოს. ამ ყველაფერს მომზადებულები უნდა შევხვდეთ“,
- განაცხადა გოგინავამ პრესკონფერენციაზე.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.